გლობალური დათბობა

ბოლო პერიოდში დედამიწაზე არსებულ კატაკლიზმებს მინდა რაიმე შეფასება მივცე, თუმცა დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მოვლენების ობიექტურად შეფასებისათვის. დავიწყოთ საქართველოთი, საქართველოში ბოლო ათი წლის მანძილზე თოვლის საფარის შემცირება დაიწყო, და წელს ბევრ ქალაქში საერთოდ არ მოსულა, თუმცა  თებერვალი კიდევ წინაა იმედია, წელს მოვა თოვლი, 5 სანტიმეტრი მაინც. მაგრამ ფაქტია რომ თოვლის საფარის კლება რაღაც მიზეზითაა გამოწვეული, ხოდა ლოგიკური იქნება თუ ამას 21-ე საუკუნის შესაძლოა უდიდესი პრობლემას, გლობალურ დათბობას დავუკავშირებთ, ისმევა ბევრი კითხვა ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ზოგი სკეპტიკურად უყურებს მას და არ მიიჩნევს არსებით პრობლემად, მაგრამ ფაქტია რომ დედამიწაზე კლიმატის ცვლილებას აქვს ადგილი და არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ. საქართველოში არსებულ უთოვლობას ევროპაში არსებული დიდთოვლობით გაბათილებას ცდილობენ და ამბობენ რომ არანაირი დათბობა არ მიმდინარეობს. საზოგდოების აზრი იმდენადაა დამოკდებული მასმედიის საშუალებებზე რომ საქართველოში არანორმალური ზამთრის მიზეზის ძიების მცდელობაც არ შემინიშნავს ადამიანებისათვის, რომლებიც ჩემს გარშემო არიან,  ინტერნეტ სივრცეში ამ მოვლენას მოჰყვა მცირე გამოხმაურება მაგრამ ეს რაიმე სერიოზული დასკვნის გამოტანით არ დასრულებულა და უმეტეს შემთხვევაში სამოყვარულო მსჯელობის ფორმა ჰქონდა.

გლობალური დათბობის პროცესს თავისუფლად შეგვიძლია დავუკავშიროთ ავსტრალიის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული წყალდიდობა, რომელმაც მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი მოუტანა ქვეყანას.